- მარტი 28, 2025
ოქროს ფასი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა
- მაისი 20, 2024
- , პოლიტიკა
საქართველოში ამ დროისთვის 21 იახტა არის გაყიდული - ამის შესახებ „რამზეს იახტს“-ის დამფუძნებელმა გიორგი ჩიკვაიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე ძვირად ღირებული შეკვეთა 2023 წელს მიიღო და ის 2025 წლის მაისში უნდა ჩააბაროს. „2023 წელს მივიღეთ ერთი ძალიან დიდი პროექტი, 36-მეტრიანი და 4-სართულიანი იახტა, რომელსაც 2025 წლის მაისში ვაბარებთ. ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი, რაც გვქონია ჩვენი არსებობის განმავლობაში და ამ იახტის ღირებულება 17 მლნ დოლარია“ - აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე. „რამზეს იახტს“-ის დამფუძნებლის თქმით, გასულ წელს მათ 2 მცირე ზომის იახტა გაყიდეს. "ჯამში, 2017 წლიდან 21 იახტა გვაქვს გაყიდული და ყველა დამკვეთი არის ქართველი". გიორგი ჩიკვაიძის თქმით, გასულ წელთან შედარებით, იახტების მოთხოვნაზე კლება შეინიშნება. „ჩვენი ანალიზით კლება 20-25%-ს შეადგენს და მე ვფიქრობ, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ტურისტული ნაკადის კლებასთან“. ცნობისათვის, კომპანია საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებს.