ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ოზურგეთელი მოჭიდავე ნიკა ღლონტი ესტონეთის საერთაშორისო ტურნირში ვერცხლის პრიზიორი გახდა


ოზურგეთელი მოჭიდავე ნიკა ღლონტი ესტონეთის საერთაშორისო ტურნირში ვერცხლის პრიზიორი გახდა

ოზურგეთელი წარმატებული სპორტსმენი, 20 წლამდელთა საქართველოს ჩემპიონი, ხორვატიის თასის გამარჯვებული, საქარტყველოს ჩემპიონი ნიკა ღლონტი, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, საერთაშორისო ტურნირში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრებთან ერთად მონაწილეობდა. როგორც ვწერდით ნიკა გამარჯვებას გეგმავდა. _საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა და ეს ყველაზე სასიხარულოა. მე ავიღე ვერცხლის მედალი. ფინალი წავაგე ქართველთან, ბათუმელ სპორტსმენთან, გამოცდილ მოჭიდავესთან, მინიმალური ანგარიშით. 5-0 ვამარცხებდი, თუმცა რიგი შეცდომების გამო, 6-5 დავმარცხდი... საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა სამი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი და შესაბამისად პირველი ადგილი, რაც ძალზე სასიხარულოა, _ გვითხრა ნიკა ღლონტმა, რომელიც მალე დაბრუნდება სამშობლოში და როგორც თავად ამბობს, ახალი გამარჯვებებებითვის მოემზადება. ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას ნიკას და მასთან ერთად საქართველოს ნაკრებს. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია