- მარტი 28, 2025
ოზურგეთელი სპორტსმენების 19 მედალი რესპუბლიკური ტურნირიდან
- ივნისი 13, 2024
- , პოლიტიკა
10 - 12 ივნისს ზესტაფონში ბ/ რ ჭიდაობაში, უნცროს ჭაბუკებს შორის ზაზა ედიბერიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მესამე რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა. შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/ რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა. ჯამში მათ 19 მედალის მოპოვება შეძლეს, მათ შორის 6 ოქროს მედალია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ინფორმაციით, I ადგილზე გავიდნენ: რომანოზ თოიძე 32 კგ, გეგა გირკილიძე 35კგ, გიორგი ჩხიკვაძე 38კგ, ნიკა კილაძე 41კგ, გაბრიელ თავბერიძე 44 კგ, მამუკა ცინცაძე 85 კგ. II ადგილი დაიკავეს: ლუკა თოხაძე 32კგ, ბექა თოდრაძე 38კგ, ალექსანდრე კალანდაძე 41კგ, ლუკა კორძაძე 44 კგ, ნიკა ჯაში 48კგ, ერეკლე მაჭარაშვილი 52 კგ, საბა ვაშალომიძე 62კგ. III ადგილის კი მოიპოვეს: კი ნიკა თოხაძე 32კგ, ერეკლე ფედეაი 41 კგ, მალხაზ კეკელიძე 44 კგ, გიორგი მდინარაძე 48კგ, სადრო აბრალავა 75 კგ, საბა ჩხეიძე 85 კგ.