ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე პოლიცია გამოიძახეს – სხდომა შეწყდა


ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე პოლიცია გამოიძახეს – სხდომა შეწყდა

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხელფასების მატების შესახებ საუბარი ჩხუბში გადაიზარდა. თათია ნიკოლაიშვილს საუბარი გიორგი ღურჯუმელიძემ შეაწყვეტინა. _შეგაწყვეტინებთ, რადგან სიცრუეს ტირაჟირებთ, _ უთხრა გიორგი ღურჯუმელიძემ. დავით მჟავანაძემ ყვირილი დაიწყო: _ რატომ არ გინდათ ხალხმა გაიგოს, რომ რამდენი ლარით გაიზარდა ოზურგეთის მერის ხელფასი? ქართული ოცნების დეპუტატებმა მჟავანაძეს მიმართეს, რომ ის ცრუობს და ხელფასები ყველას გაეზარდა საჯარო სამსახურებში, მათ შორის პოლიციაშიც. მჟავანაძეს მარიკა ჩხიკვიშვილი შეედავა. _ რას ეძახი მატებას? პოლიციელს 800 ლარი აქვს ხელფასი და შენ 3000. ეს არის ხელფასების მატება? ბიძინა ივანიშვილის მონები ხართ,_ ყვიროდა მჟავანაძე და მოუწოდებდა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ წესრიგი დაემყარებინა. დარბაზი გაეჩუმებინა. საბოლოოდ, სხდომათა დარბაზში პოლიციის გამოძახება დასჭირდათ. სამართალდამცავებმა სხდომიდან მჟავანაძე გარეთ გამოიყვანეს. ამ დროისთვის სხდომა შეჩერებულია. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია