ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ოზურგეთში “ქართული ოცნების” პარტიული კონფერენცია მიმდინარეობს


ოზურგეთში “ქართული ოცნების” პარტიული კონფერენცია მიმდინარეობს

ამ წუთებში ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში "ქართული ოცნების" პარტიული კონფერენცია მიმდინარეობს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შეხვედრაზე "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის აირჩევენ. ამ პოსტზე დავით დარჩიას კანდიდატურა არის წარდგენილი. ასევე წარადგენენ ბიუროს წევრების შემადგენლობას. კონფერენციაზე იმყოფებიან არჩილ თალაკვაძე,ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, კახა კალაძე და პარტიის სხვა წარმომადგენლები. მედიისთვის "ქართული ოცნების" პარტიული კონფერენცია დახურულია. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია