ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ოზურგეთში ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია იწყება


ოზურგეთში ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია იწყება

„ოზურგეთში, ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია იწყება. პროექტის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს“ - ამის შესახებ ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალ ქსელში წერს. "ექადიის ტყე-პარკი, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში გაკეთდება, სრულად მოწესრიგებული საზოგადოებრივი სივრცე იქნება. „ როგორც დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, ვიწყებთ ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაციას, სადაც უნიკალური ეკოსისტემაა. არსებული ლანდშაფტის, მწვანე ნარგავების სრული დაცვით და შენარჩუნებით, ვგეგმავთ, რეკრეაციული ზონების მოწყობას, სასეირნო ბილიკების გაკეთებას, დასასვენებელი სკამებისა და ლამპიონების მონტაჟს. მნიშვნელოვანია, რომ ექადიის ტყე-პარკი გახდეს ქალაქ ოზურგეთის ერთ-ერთი გამორჩეული ლოკაცია და სანაპიროს ქუჩას საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდეს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია