ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ოზურგეთში კორონავირუსს ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარი ემსხვერპლა


ოზურგეთში კორონავირუსს ხანდაზმულთა  სახლის ბენეფიციარი ემსხვერპლა

ოზურგეთში კოვიდინფიცირებით გარდაცვალების კიდეც 1 შემთხვევა დაფიქსირდა. მომხდარი კოვიდინფიცირებით გარდაცვალების 83-ე შემთხვევაა ოზურგეთში. "გურია ნიუსს" ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ელზა სიმონიშვილმა განუცხადა, რომ კორონავირუსს ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარი ემსხვერპლა. ქალბატონი სამკურნალოდ სხვა ინფიცირებულებთან ერთად აჭარაში მდებარე კოვიდკლინიკაში იყო გადაყვანილი. სულ ხანდაზმულთა სახლში ინფიცირების 11 შემთხვევაა დაფიქსირებული.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია