ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ოზურგეთშიც წვიმას ვარაუდობენ- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში


ოზურგეთშიც წვიმას ვარაუდობენ- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას: 15 აპრილს ქუთაისში +13 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმაა ბათუმშიც. დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. მომატებული ღრუბლიანობა +13 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში იწვიმებს და ჰაერი დღისით +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი 3 გრადუსი. ახალციხეში წვიმს. +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსამდე დაიწევს. ბორჯომში წვიმს. დღისით +10, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. გორშიც დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 გრადუსი. გუდაურში დღისით 6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოშიც +5, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია თელავშიც და დღისით +17გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. რუსთავშიც მზიანი დღეა და +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც უნალექო და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია