- მარტი 28, 2025
პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა
- სექტემბერი 03, 2024
- , პოლიტიკა
მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. „კოლეგებო, დღეს სექტემბრის პირველი სამშაბათია და საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, X მოწვევის საქართველოს პარლამენტი ბოლო საშემოდგომო სესიაზე შეიკრიბა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მიმდინარე სასესიო კვირაში, პლენარულ სხდომებზე, დეპუტატები „ამნისტიის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტებს მუხლობრივად, მეორე მოსმენით განიხილავენ.