- მარტი 28, 2025
პატრიარქმა სულთმოფენობის დღესასწაულზე იქადაგა
- ივნისი 12, 2022
- , პოლიტიკა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოქალაქეებს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა. „ჩვენთან არს ღმერთი, გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მადლი წმინდისა სამებისა გფარავდეთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა ილია მეორემ. ამასთან, პატრიარქმა აღნიშნა, რომ ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახური არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი) დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. გარდა ამისა, ილია მეორემ ბადუაშვილების გვარი დალოცა.