ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

პირველი „ბითლზოლოგი“


პირველი „ბითლზოლოგი“

63 წლის კანადელი მერი-ლუ ზაჰალან-კენედი „The Beatles“-ის შესწავლის დარგში მაგისტრის ხარისხის პირველი მფლობელი გახდა. ქალაქ ლივერპულის უნივერსიტეტში „The Beatles“-ისადმი მიძღვნილი კურსი რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა და მასზე 12 ადამიანი ჩაეწერა. მერი-ლუ პირველი სტუდენტი გახდა, რომელმაც უნივერსიტეტისგან ამ დარგში სამეცნიერო ხარისხი მიიღო. „კურსი მარტივი არ ყოფილა, მაგრამ სახალისო იყო. მე ბევრი რამ გავიგე იმის შესახებ, რა გავლენა მოახდინა „The Beatles“-მა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე,“ - განაცხადა ზაჰალან-კენედიმ. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია