- მარტი 28, 2025
პოლიციამ აქციის მონაწილეზე ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
- ნოემბერი 04, 2021
- , პოლიტიკა
პოლიციამ რუსთავში ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით, 2 პირი: 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.ა. და 2001 წელს დაბადებული რ.ჭ დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს - 1999 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, აქციიდან სახლში დაბრუნებისას, რუსთავში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს",_ აცხადებს შიგანან საქმეთა სამინისტრო. ინფორმაციისთვის, რუსთავის ციხესთან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის შემდეგ, ოპოზიციის ერთ-ერთ აქტივისტს, გიორგი ბალხამიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.