ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

პოზიტიური SMS -ები დეპრესიას ხსნის


პოზიტიური SMS -ები დეპრესიას ხსნის

გამოკვლევებით დადასტურდა, რომ მეგობრისგან ან ახლობლისგან მიღებული SMS იწვევს სიხარულის გრძნობას. ამიტომ, მეცნიერები ურჩევენ ადამიანებს SMS-ების გაგზავნას ხასიათის გამოსაკეთებლად. კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები ერთმნიშვნელოვნად ასკვნიან – პოზიტიურ SMS-ს შეუძლია ადამიანი დეპრესიისგან იხსნას. პროფესორმა ადრიან აგილერამ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა – 2 ათასმა კაცმა მიიღო SMS. ისინი შეიცავდნენ შეკითხვებს ემოციური მდგომარეობის შესახებ. ეს იყო ფსიქოლოგის კონსულტაციის მაგვარი გამოკითხვა. გაირკვა, რომ უფრო აქტიურად ამ პროგრამით სარგებლობდნენ ლათინოამერიკელები და აფროამერიკელები. ინფორმაციის ანალიზმა ცხადყო – ადამიანებს სჭირდებათ რეგულარული კონტაქტი ფსიქოლოგთან – როდესაც პროგრამა ტექნიკური მიზეზით გამოირთო, ექსპერიმენტის მონაწილეებს დაეტყოთ ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია