- მარტი 28, 2025
პრეზიდენტი პარლამენტის წინააღმდეგ – საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი მიიღო
- ივლისი 18, 2024
- , პოლიტიკა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. შეგახსენებთ, აღნიშნული სარჩელით პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას ითხოვს. პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია და კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება.