ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

პროდუქტები რომელიც ვირუსისგან დაგიცავთ


პროდუქტები  რომელიც ვირუსისგან დაგიცავთ

იოგურტი - აუმჯობესებს ნაწლავების მიკროფლორას და აძლიერებს იმუნიტეტს. თუ კეფირს, მაწონს ან იოგურტს სისტემატურად მიირთმევთ, გაციებას დაემშვიდობეთ. ნიორი - ძლიერი ანტიბიოტიკია. თუმცა, მომზადებული სასარგებლო თვისებებს კარგავს. უმჯობესია, უმი მიირთვათ. ჯანჯაფილი - მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. ათბობს ორგანიზმს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში. ბროკოლი - ძლიერ ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს შეიცავს. ზოგიერთი ექიმის თქმით კი, კიბოს წარმოქმნასაც უშლის ხელს. მაყვალი - ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი. აძლიერებს ორგანიზმს და აგიმაღლებთ იმუნიტეტს. გაყინულიც კი საკმაოდ ეფექტიანია. ვაშლი - უჯრედისის წყაროა. ასუფთავებს ნაწლავებს. სუფთა ნაწლავები კი ძლიერი იმუნიტეტის საწინდარია. თაფლი - არ ჩამოვთვლით, რამდენ სასარგებლო ნივთიერებას, მინერალსა და ვიტამინს შეიცავს. უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ თაფლი ებრძვის სტრესს და დამშვიდებაში გეხმარებათ. დღეში 1 სადილის კოვზი თაფლი იმუნიტეტსაც გაგიძლიერებთ და გაციებასაც აგარიდებთ. ასკილი - "ცე" ვიტამინის საბადოა. მისი ჩაი უნდა დალიონ მათ, ვისაც ვირუსებისგან თავის დაცვა სურს. თხილი - პროანტოციანიდინითაა მდიდარი. ის კი აძლიერებს კაპილარებს, არეგულირებს წნევას და იცავს გულ-სისხლძარღვოვან სისტემას. გარდა ამისა, საუკეთესო ანტიოქსიდანტია. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია