ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

პროფესიული პასუხისმგებლობა 14 ექიმს დაეკისრა


პროფესიული პასუხისმგებლობა 14 ექიმს დაეკისრა

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 7 საკითხი განიხილეს და 19 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 7 ექიმს, მათ შორის 4 ექიმს 6 თვით, 3 ექიმს კი 1 თვის ვადით. ამასთანავე ექიმებს დაევალათ პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. პროფესიული განვითარების საბჭომ 7 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მისცა. საბჭომ გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია