- მარტი 28, 2025
პუტინის სპეცწარმომადგენელმა ანატოლი ჩუბაისმა რუსეთი დატოვა
- მარტი 23, 2022
- , პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა ანატოლი ჩუბაისმა პოსტი დატოვა, _ იუწყება lenta.ru. ანატოლი ჩუბაისი რუსეთის ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი იყო _ 1996 წელს არჩევნებში ბორის ელცინის საარჩევნო კომპანიას ხელმძღვანელობდა, 1997-98 წლებში მუშაობდა რუსეთის მთავრობის მეთაურის მოადგილედ, 1998 წელს აირჩიეს სახლემწიფო ელექტროენერგეტიკული მონოპოლიის РАО "ЕЭС-ის მმართველობის თავმჯდომარედ, იყო СНГ-ს ელექტროენერგეტიკული საბჭოს პრეზიდენტი, 2007 წელს დაასახელეს "წლის პროფესიონალად". ბოლო პერიოდში ის პუტინის სპეცწარმომადგენელი იყო. როგორც სააგენტო "ბლუმბერგი" იუწყება, ანატოლი ჩუბაისმა, პოსტის დატოვებასთან ერთად, რუსეთიც დატოვა.