ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ქალების თვალები დიდ საიდუმლოს ამხელენ


ქალების თვალები დიდ საიდუმლოს ამხელენ

თუ ქალს ერთდროულად ორ საყვარელზე მეტი ჰყავს, ეს შეიძლება ამოვიცნოთ თვალების საშუალებით. ამ დასკვნამდე მივიდნენ ოფთალმოლოგები მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის თვალის დაავადებების კვლევის საერთაშორისო სამედიცინო ცენტრიდან. ოკულისტებმა შეამჩნიეს უცნაური კანონზომიერება, პოტენციური პაციენტების მონაცემების შესწავლისას. თვალზე საოპერაციოდ მზადების დროს, თვალების კვლევასთან ერთად, ქალები პასუხობდნენ ანონიმური ანკეტის 100 კითხვაზე. სტატისტიკამ, რომელიც ანკეტის მონაცემების შეჯერებას ითვალისწინებდა თვალის ანატომიურ მდგომარეობასთან, დაადგინა, რომ ქალებს, რომლებსაც ორზე მეტი საყვარელი ჰყავდა ერთდროულად, ირიდოდიაგნოსტიკის მეშვეობით პატარა სპეციფიკური ნიშნები უმჟღავნდებოდა ფერად გარსზე, რომელთა ნამგლისებური ფორმა რქებს წააგავდა, ხოლო მათი რაოდენობა შეესატყვისებოდა საყვარელი მამაკაცის რაოდენობას.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია