- მარტი 28, 2025
ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ოლიმპიურ თამაშებზე ატაცში მესამეა
- ივლისი 31, 2021
- , პოლიტიკა
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ატაცში მესამე ადგილზე გავიდა. პირველ ცდაზე მან 173 კგ ასწია, მეორეზე - 177 კილოგრამის დაძლევა ვერ შეძლო, მესამეზე კი იგივე წონა - 177 კგ დაძლია. პირველი მოძრაობის შემდეგ საუკეთესო სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. ბოადი სანტავი (კანადა) - 178 კგ 2. კეიდომარ ვალენილია (ვენესუელა) - 177 კგ 3. ანტონ პლესნოი (საქართველო) - 177 კგ. წინ არის ასპარეზობა აკვრაში, რომლის შედეგადაც 96 კგ წონით კატეგორიაში მედალოსნები გამოვლინდებიან.