- მარტი 28, 2025
ქორწილის დღე და ასტროლოგია
- აპრილი 03, 2023
- , პოლიტიკა
საინტერესოა როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები თავიანთი ქორწილის დღეს. ვერძი: დაუვიწყარი მხიარულება დალევას დილიდან იწყებთ და შუაღამემდე აგრძელებთ. კურო: მღელვარება თითქმის მთელი დღე გადის იმაზე ფიქრში, თუ რა შეიძლება მოხდეს დაუგეგმავად. ტყუპები: მორიდებულობა მთელი დღე ნერვიულობთ ყურადღების ცენტრში ყოფნის გამო, ვინაიდან კარგად იცით, რომ დღეს თქვენი დღეა და ყველას მზერა თქვენკენ იქნება მომართული. კირჩხიბი: ცრემლები მთელი საქორწილო ცერემონიალი ბედნიერების ცრემლებში ჩაივლის. ლომი: ყურადღების ცენტრში გიყვართ კომპლიმენტების მიღება და უამრავი ფოტოს გადაღება, მით უმეტეს, როცა დღის მთავარი გმირი თქვენ ხართ. ქალწული: სრულყოფილებისკენ სწრაფვა მთელი დღე გინდათ იდეალურად წარიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ გაგიჟდებით. სასწორი: დღის პრინცესა გინდათ, რომ ყველა დღის პრინცესასავით მოგექცეთ. მორიელი: მასხარა მთელი დღე მხიარულებასა და ხუმრობებში გაივლის, კარგი განწყობის შენარჩუნებით კი ცრემლებს დამალავთ. მშვილდოსანი: წესრიგის დამრღვევი შეეცდებით სტუმრების დარწმუნებას იმაში, რომ დალიონ და ბევრი იცეკვონ თქვენთან ერთად. თხის რქა: დემონი შეეცდებით დღესასწაულზე განმარტოებას და თქვენს მეუღლესთან ერთად სექსით დაკავდებით. მერწყული: პოზიტივი თქვენთვის სულერთია, ვინ რას იფიქრებს. ამიტომ მთელ დღეს მაქსიმალურად საუკეთესოდ გაატარებთ. თევზები: ყველაზე ბედნიერი ჩათვლით, რომ ეს თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა.