ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

,,ქვეყანა ოლიგარქიულია, ამ ყველაფერში დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია და ის უნდა დაისაჯოს!“ – პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი


,,ქვეყანა ოლიგარქიულია, ამ ყველაფერში დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია და ის უნდა დაისაჯოს!“ – პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი

პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი, მალგოჟატა გოშიევსკა 20 ივნისს, რუსთაველზე გამართულ აქციას ,,შინ ევროპისკენ“ ეხმაურება და Facebook-ზე სტატუს ქართულად აქვეყნებს. ,,ქართველებო! დღეს თქვენი რუსთაველზე ყოფნა თქვენი ევროპული იდენტობის საუკეთესო დასტურია. ახლა ევროკავშირის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების დროა. დიახ, ჩვენ არ მოგვწონს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ოპოზიციის მიმართ. დიახ, არ გახორციელებულა ყველა მოსალოდნელი რეფორმა. დიახ, ქვეყანა ოლიგარქიულია. დიახ, ჩვენ არ მოგვწონს მტკიცე პოზიციის ნაკლებობა უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე. მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ეხება ქართულ საზოგადოებას, რადგან საზოგადოება ამ ქმედებების მსხვერპლია. ეს საქართველოს ხელისუფლებასაც კი არ ეხება, რადგან ის არ მართავს. ამ ყველაფერში დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია და ის უნდა დაისაჯოს! როგორ? დავიწყოთ, მის მიმართ მკაცრი სანქციები.“ _ წერს პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია