- მარტი 28, 2025
ქვეყანაში უმძიმესი წუთებია! _ პრეზიდენტი გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება
- ივლისი 29, 2022
- , პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი, თეთრი არაგვის ხეობაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს. "ქვეყანაში უმძიმესი წუთებია! სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს! გმირობის ტოლფასია ყველას თავდადება, ვინც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა!"- წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუკზე". სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნას დღეს ბორტზე მყოფი 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები და მედიკოსები გუდაურთან ახლოს, ხევში ჩავარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაციისთვის მიფრინავდნენ, ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.