- მარტი 28, 2025
რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა DW NEWS-თან
- თებერვალი 16, 2025
- , პოლიტიკა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა DW news-ს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუს თარგმანი სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. "აქციის მონაწილეები ქუჩაში უკვე 78 დღეა აპროტესტებენ და გააპროტესტებენ. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება თუ რატომ - ეს არის აღქმა, რომ რუსეთი ისევ ცდილობს, სხვა მეთოდით, კვლავ დაიპყროს საქართველო, მიაღწიოს დომინირებას მასზე და ეს ისაა, რასაც საქართველოს მოსახლეობა არ მიიღებს. ამიტომ ეს არის ეგზისტენციალური ბრძოლა! ჩვენ გვჭირდება აშშ-ისა და ევროპის მხარდაჭერა, მაგრამ მხარდაჭერაზე მეტად, ჩვენ უნდა გავიგონოთ, რომ ევროპელები და ამერიკელები გააცნობიერებენ, რომ აქ არის ის გამოწვევა, რომელიც დღეს მათ ინტერესებს ეხება, რადგან გამოწვევა საქართველოში ეს არ არის მხოლოდ არჩევნებისა და რუსეთთან ახალი ჰიბრიდული სტრატეგიის გამოწვევა, ეს პირდაპირი გამოწვევაა კავკასიაში ევროკავშირის და შეერთებული შტატების ყოფნისთვის. ეს არის პირდაპირი გამოწვევა შავი ზღვისთვის. ,,ქართული ოცნებას“ რუსებთან ერთად, (ეს არ კეთდება რუსების მხარდაჭერისა და თანხმობის გარეშე), ჩინეთი შემოჰყავს შავ ზღვაში. ეს არის ამერიკის და ევროპის ინტერესი. ჩვენ ვაპირებთ თავის დაცვას ბოლომდე, მაგრამ ვფიქრობ, ევროპელებმა და ამერიკელებმა უკეთ უნდა დაიცვან საკუთარი ინტერესები. მესიჯი, რომელიც ყველას მივაწოდე არის ის, რომ ჩვენ ვართ უკრაინის ომის მეორე მხარე. როდესაც რუსეთი ხედავს, რომ ვერ იმარჯვებს ომით, ან უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებით, ის გამოცდილი და ალტერნატიული სტრატეგიით კვლავ საქართველოში ცდის სხვა, ალტერნატიულ სტრატეგიას. მე აქ მოვიტანე ქართული მედიის გზავნილი, რომელიც დღეს ძალიან რთულ მდგომარეობაშია. USAID-ის დაფინანსების შემცირების შემდეგ, ევროპული ინსტიტუტების მხრიდან ჯერ კიდევ არ არის რეალური მხარდაჭერა თავისუფალი მედიისთვის. დღეს საქართველოში ქალი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ციხეშია და უკვე 35 დღეა შიმშილობს, ის ევროპელი ჟურნალისტების მხარდაჭერას საჭიროებს, ის იმსახურებს ამას, რადგან ძალიან მამაცი ქალია!"_ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა DW News-ს.