ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რა რაოდენობის ზარალი მიადგა ჩოხატაურს სტიქიების შედეგად


რა რაოდენობის ზარალი მიადგა ჩოხატაურს სტიქიების შედეგად

ამ თვეში მომხდარი სტიქიების შედეგად ჩოხატაურს 2 მილიონ 100 ათას ლარზე მეტი რაოდენობის ზარალი მიადგა, თუმცა ეს საბოლოო შედეგი ჯერ არ არის, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" მერიაში განუცხადეს. როგორც მერიაში გვითხრეს, გამოდარების შემდეგ სტიქიისგან მიყენებული ახალი კერები გამოჩნდა და სპეცილური კომისია სოფლებში არსებული ვითარების აღწერას ამ წუთებშიც ახორციელებს. "სტიქიის შედეგების შესწავლის შედეგად მუნიციპალიტეტს 2 მლნ 100 ათას ლარზე მეტი ზარალი მიადგა. ყველა სოფლის აღწერა ჯერ არაა დასრულებული, კვლავ მიმდინარეობს",_ ამბობენ მერიაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია