- მარტი 28, 2025
რა შემთხვევაში გაუქმდება აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი
- მარტი 27, 2022
- , პოლიტიკა
2022 წლის აბიტურიენტებისთვის ერთიან ეროვნულ მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია 1-ელ მარტს დაიწყეს და პროცესი შესაბამისი წესების დაცვით, 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. გამოცდაზე გასვლის მსურველმა აბიტურიენტებმა კი უნდა გაითვალიწინონ, რომ არსებობს გარემოებები, როდესაც მათი სარეგისტრაციო განაცხადი შეიძლება გაუქმდეს. ამ გარემოებებზე დეტალურად წერს შეფასებისა და გამოცდების ცენტრი: რა შემთხვევაში გაუქმდება აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი? აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება ან რანჟირების დოკუმენტის შედგენისას მისი შედეგები არ იქნება განხილული, თუ მან: გამოცდამდე დაწერა განცხადება და მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება (განცხადებას თან უნდა დაერთოს აბიტურიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი); არ აქვს/ვერ მოიპოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი; შესაბამის ვადებში არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებულია 2011 წლამდე, ან თუ მის საგამოცდო ბარათზე დატანილია მოთხოვნა ატესტატის ცენტრში წარმოდგენის თაობაზე; შესაბამის ვადებში არ წარმოადგინა სრული ზოგადი განათლების ან მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს; აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას); აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს, შესაბამისი განათლების აღიარების დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2022 წლის 20 აგვისტოს 18:00 საათამდე. წყარო: edu.aris.ge