ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რა ხდება რუსთაველის გამზირზე (ფოტორეპორტაჟი)


რა ხდება რუსთაველის გამზირზე (ფოტორეპორტაჟი)

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა. აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას. ცნობისთვის, დღეს „TV პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვისზეც 5 ივლისს იძალადეს. ავტორი: თეო როსტიაშვილი



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია