ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რამ გამოიწვია ღვარცოფი და მეწყერი გურიაში


რამ გამოიწვია ღვარცოფი და მეწყერი გურიაში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების და ჰიდროლოგების ჯგუფი დილიდან გურიაში იმყოფება და განვითარებულ პროცესებს ადგილზე აფასებს. 8 სექტემბერს, ღამის საათებში, გურიის მხარესა და აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვია. „ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. პროცესების განვითარებიდან უმოკლეს დროში, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა; სამუშაოებში ჩართულია სააგენტოს სპეციალისტების ექვსი ჯგუფი. მიმდინარეობს არა მარტო ვიზუალური დათვალიერება, არამედ ინსტრუმენტალური მონიტორინგი. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აგრძელებენ სიტუაციის შესწავლას ადგილზე. დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება,“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია