ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რას მალავენ ზოდიაქოს ნიშნები


რას მალავენ ზოდიაქოს ნიშნები

შინაგანი ყოყმანი - ერთი შეხედვით თავდაჯერებული და ენერგიული ვერძი შინაგანი გაურკვევლობითა და შფოთვით იტანჯება. გარეგნულად მათი ბობოქარი ხასიათი და პრინციპულობა ხშირად შინაგანი ეჭვების კომპენსაციის საშუალებაა. პრინციპულობა - კურო შეიძლება გარეგნულად მშვიდი და მელანქოლიურია, მაგრამ შინაგანად ისეთ სულიერ სიმტკიცეს და პრინციპულობას ავლენს, რომელიც გარკვეულ გარემოებებში გასაკვირია. ჭეშმარიტი ემოციები - მხიარული და უდარდელი ადამიანის ნიღბის მიღმა ტყუპები თავიანთ ჭეშმარიტ ემოციებს და ადამიანებისა თუ მოვლემების მიმართ რეალურ დამოკიდებულებას მალავენ. გულჩვილობა - გარეგნულად გულგრილი და მიუწვდომელი კირჩხიბები ხშირად მალავენ თავიანთ კეთილ გულს ადამიანებისგან, რათა ემოციური მანიპულატორის მსხვერპლი არ გახდეს. თვითკრიტიკა - ისინი გარეგნულად თავდაჯერებულები არიან, მაგრამ ამის მიღმა ლომი ხშირად შინაგან ეჭვებს მალავს და, ასევე, არასდროს ამხელს თავის გეგმებს. ამბიციები - ქალწულები ყოველთვის იდეალურობისკენ ისწრაფვიან და ამას სხვებისგან საგულდაგულოდ მალავენ, რადგან ერიდებიან განსჯასა და კრიტიკას. ეჭვები - სასწორს, რომელიც სამყაროში ჰარმონიასა და წონასწორობას ეძებს, ხელს ეჭვიანობა უშლის, რომელიც ფაქტობრივად, ანადგურებს. მგრძნობიარობა - მორიელების გარეგანი ცინიზმის მიღმა ხშირად ღრმა გრძნობები და ემოციები იმალება, რომლებიც სხვებისთვის დაფარულია. მშვილდოსანი სერიოზულობა - მშვილდოსნები, იუმორისა და ხუმრობების მიღმა, ძალიან ღრმად აზროვნებენ და, ფაქტობრივად, ყოველთვის შეუცდომელ პროგნოზს აკეთებენ, სად, რა და რატომ მოხდება. აღიარების სურვილი - თავშეკავების ნიღბის მიღმა თხის რქები ხშირად მალავენ, რომ სურთ, მათი მიღწევები გარშემომყოფებმა აღიარონ და ამაზე ილაპარაკონ. გულგრილობა ადამიანების მიმართ - ისინი აფასებენ მეგობრებს, კოლეგებს და ნათესავებს შორის ურთიერთობას, მაგრამ ამით სოციალურ რიტუალს ასრულებენ. ყველაზე მეტად მერწყულს ორი რამ უყვარს – ახალი ცოდნის შეძენა და მოგზაურობა. ძლიერი ნებისყოფა - მათი მეოცნებე ბუნების მიღმა წარმოუდგენელი სიმტკიცე და ნებისყოფა იმალება, რასაც ყველა ვერ ამჩნევს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია