ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რატომ შევიდნენ რუსეთის საზღვაო სამხედრო ძალები ადრიატიკის ზღვაში


რატომ შევიდნენ რუსეთის საზღვაო სამხედრო ძალები ადრიატიკის ზღვაში

რუსეთის სამი სამხედრო ხომალდი გასულ კვირას ადრიატიკის ზღვაში შევიდა, _ ამის შესახებ იტალიურ გამოცემა La Repubblica-ს იტალიის თავდაცვის ადმირალმა კავო დრაგონემ განუცხადა. დრაგონეს თქმით, სამი რუსული ხომალდი _ "ადმირალი ტრიბუცი", "ვასილი ნიკიტიჩ ტატიშჩევი" და "ვარიაგი" ცდილობდნენ, შეეჩერებინათ ადრიატიკის ზღვაში მყოფი ამერიკული ავიამზიდის Truman (CVN-75)-ის მოძრაობა. გარდა ამისა, კიდევ ერთი რუსული სამხედრო ხომალდი _ "ადმირალი გრიგოროვიჩი" ადრიატიკის ზღვის მიმდებარე იონის ზღვაში მოძრაობდა. რუსული ხომალდების საეჭვო მოძრაობების საპასუხოდ, იტალიის საზღვაო სამხედრო ძალებმა ადრიატიკის ზღცაში საკუთარი სამხედრო დანაყოფები შეიყვანეს, რომლებიც რუსული ხომალდების გადაადგიელბას აკვირდებოდნენ. ამ დროისთვის რუსული გემები გავიდნენ ადრიატიკის ზღვიდან და იონის ზღვაში დაცურავენ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია