- მარტი 28, 2025
რიკოთზე ერთდროულად 97 ხიდი და 51 გვირაბი შენდება _ გზების დეპარტამენტის დირექტორი
- აპრილი 08, 2023
- , პოლიტიკა
ამ კვირის განმავლობაში ბევრი ინფორმაცია მოვისმინეთ, რომელიც დისკრედიტაციას უწევდა ამ პროექტს და ძალიან ბევრი ცილისწამება მივიღეთ. მინდა ავხსნა რა არის რიკოთის უღელტეხილი თავისი მნიშვნელობით - რიკოთის უღელტეხილი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და რელიეფით ერთ-ერთი ურთულესი პროექტია, რომელიც დღეს ხორციელდება, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი წერეთელმა „ქრონიკაში“ განაცხადა. „დღესდღეობით მსგავსი პროექტი საქართველოში არ განხორციელებულა. 4-ზოლიანი ავტოსატრანსპორტო მაგისტრალი შენდება, რომელშიც ერთდროულად 97 ხიდი და 51 გვირაბი შენდება. ეს პროექტი თავის დროზე მოამზადეს მსოფლიოში ცნობილმა კომპანიებმა“, - განაცხადა წერეთელმა.