- მარტი 28, 2025
„როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ“ – გახარია
- ნოემბერი 11, 2021
- , პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ძალის გამოყენებით გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ასახავს. „როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან“ – ამბობს გიორგი გახარია. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ამსახველი კადრები გაავრცელა.