- მარტი 28, 2025
როდის მოიხსნება სპეცრეჟიმი რიკოთზე
- მაისი 11, 2023
- , პოლიტიკა
მარტის ბოლოს ჩამოწოლილი მეწყერის გამო, რიკოთის ავტობანზე ავტომანქანების გადაადგილებისთვის სპეცრეჟიმი მოქმედებს. ავტობანის ხევი-ზესტაფონის მონაკვეთზე მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაშვებულია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, სატვირთო მანქანები კი ღამით მოძრაობენ. როდემდე გაგრძელდება ავტომანქანების სპეციალური რეჟიმით გადაადგილება, „ჩემი ხარაგაულის“ ამ შეკითხვაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გვიპასუხეს: „რიკოთზე – საავტომობილო მაგისტრალის 149-ე კილომეტრზე, ხევში, გეგმის შესაბამისად, მიმდინარეობს კვლევა-ძიების და სამშენებლო სამუშაოები. გაყვანილია შესაბამისი გზები იმისთვის, რომ განხორციელდეს პრევენციის და საბოლოო საინჟინრო გადაწყვეტილებების ღონისძიებები. გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსნება“. წყარო: ჩემი ხარაგაული