ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

როგორ აღინიშნება 9 აპრილი ჩოხატაურში


როგორ აღინიშნება 9 აპრილი ჩოხატაურში

ჩოხატაურში 9 აპრილის სახელობის სკვერში მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, 9 აპრილისადმი თითოეულ ქართველს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. გზა, რომელიც დამოუკიდებელმა საქართველომ გაიარა, გვასწავლის, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა კვლავაც 9 აპრილის იდეალების გარშემო ერთობას უნდა დაეფუძნოს. როგორც ცნობილია, დღეს ჩოხატაურში დაგეგმილია ნატო გიორგაძის საფლავზე გასვლა და გვირგვინით შემკობა. 13:30 სთ-ზე დაიწყება 9 აპრილს დაღუპული ნატო გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი - ბალახის ჰოკეიში. 15:00-ზე კი გამოფენა სახელწოდებით „გზა თავისუფლებისთვის“ - თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია