- მარტი 28, 2025
როგორ მივხვდეთ რომ აღარ ვუყვარვართ
- დეკემბერი 08, 2021
- , პოლიტიკა
ვერძებს ტყუილის თქმა არ ეხერხებათ. თქვენ ადვილად მიხვდებით, რომ ვერძი თქვენზე შეყვარებულია, რადგან მას სურს რომ საკუთარი გრძნობები დაგანახოთ. თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი თქვენით დაინტერესებული არ არის, ყურადღებას არ მოგაქცევთ, თბილი სიტყვების მოსმენაზე საუბარიც ზედმეტია. შეყვარებული კურო რჩეულს საჩუქრებით ანებივრებს და ხშირად სიურპრიზებსაც უკეთებს. თუ მამაკაცი კურო ყვავილებსა და ტკბილეულს აღარ გჩუქნით, გრძნობები გაუნელდა. მალევე შენიშნავთ, რომ თქვენთან შეხვედრისას აღარც თვალები უბრწყინავს. ტყუპებს ბევრი მეგობარი ჰყავთ, მაგრამ საყვარელი ქალი/კაცი მათთვის განსაკუთრებულია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ პიროვნებას თანდაყოლილი ინტელექტი აქვს, ამიტომ ადვილად პოულობს სასაუბრო თემას. თუ თქვენი პარტნიორი დიალოგის წამოწყებას აღარ ცდილობს, სიყვარული გაქრა. თუ ტყუპებს გამუდმებით მეგობრებისკენ მიუწევს გული, დროა დაშორებაზე ალაპარაკდეთ. სანამ კირჩხიბი სიამოვნებით გელაპარაკებათ, იცინის და რომანტიკულია, ყველაფერი კარგად არის. როგორც კი ეს კომპონენტები ქრება და კირჩხიბი ყველა წვრილმანზე ჩხუბს იწყებს, ურთიერთობაში კრიზისი იწყება. ლომები სულგრძელობით გამორჩევიან. მაშინაც კი თუ მან თქვენდამი ინტერესი დაკარგა, არ გაგრძნობინებთ. მაგრამ ვინაიდან ლომს ტყუილში ცხოვრება უჭირს, საბოლოოდ სიმართლეში მაინც გამოგიტყდებათ. თუ ქალწულს აღარ უყვარხართ ხშირად მოიმიზეზებს, რომ ცუდად არის და არ შეგხვდებათ. თქვენთან ერთად ყოფნისას კი ხასიათს ვერაფრით გამოუკეთებთ. სასწორებს ძალიან უჭირთ იმის აღიარება, რომ სიყვარული ჩაქრა. შეიძლება ვერც მიხვდეთ, რომ გადაუყვარდით. თუ კომპლიმენტებს აღარ გეუბნებათ, ერთდ დღეს შეიძლება სხვასთან შეუსწროთ. მორიელებთან სიფრთხილე გმართებთ. როცა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გრძნობები უნელდებათ, ცდილობენ პარტნიორი გამოიყვანონ დამნაშავედ. სანამ მორიელი შეყვარებულია მისთვის საზღვრები არ არსებობს. მორიელის გაციებასა და გაუცხოებას ადვილად შეამჩნევთ. მშვილდოსანი მშვილდოსანი სიმართლეს პირდაპირ გეტყვით. მას არ სურს რომ გული გატკინოთ, მაგრამ მაღალფარდოვანი საბოდიშო სიტყვების ლაპარაკი არ ეხერხება. თხისრქა უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს პარტნიორის მიმართ. ის აკონტროლებს თავის ემოციებს და არ გამოხატავს გრძნობებს. შეყვარებული თხის რქა ცდილობს რჩეულთან დიდი დრო გაატაროს. თუ მისთვის სამსახური თქვენზე მნიშვნელოვანი გახდა, სამწუხაროდ, გადაუყვარდით. მერწყული რომანტიკოსია და სიყვარულის გამოვლენის არ ეშინია. თუ შეამჩნიეთ, რომ ურთიერთობაში რომანტიკა გაქრა, მერწყულისთვის ჩვეულებრივ მეგობრად გადაიქეცით. თევზები თავს დამნაშავედ გრძნობენ, როცა პარტნიორი აღარ უყვართ. ისინი ურთიერთობაში ჰიპერაქტიურები ხდებიან და ამით ნამდვილ გრძნობებს ფარავენ. [sexy_author_bio]