ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში


როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 სექტემბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც გამოიდარა. დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. მესტიაში მზიანი დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს. +21 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. გორში +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +9 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უმეტესად უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე და +24 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია