ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით


როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

23 აპრილს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +26 და ღამით +13 გრადუსი იქნება. წვიმიანი ამინდია ოზურგეთშიც, სადაც დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმში იწვიმებს, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია ფოთში. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +26, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს, ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც იწვიმებს, +22 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 3 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექს ელოდებიან გორშიც, დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 6 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +13, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმას ვარაუდობენ გურჯაანშიც. ასევე იქნება ძლიერი ქარი. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით 22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 12 გრადუსი დაფიქსირდება. იქნება ასევე მცირე ქარიც. რუსთავშიც ნალექიანი დღეა. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია