ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

როგორია ეპიდვითარება ჩოხატაურში


როგორია ეპიდვითარება ჩოხატაურში

ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს. "ინფიცირების შემთხვევების მატება ფიქსირდება ნაბეღლავის, ამაღლების, ჯვარცხმას მიმართულებით. თითქმის ყველა სოფელშია შემთხვევები",_ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო ჯიბუტი. რაც შეეხება გასული 24 საათის მონაცემებს, ჩოხატაურში ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 32 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა. სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 5224 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 4975 პაციენტი, გარდაცვლილია 64.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია