ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რომელ დღეებში დაისვენებენ 2023-2024 სასწავლო წელს მოსწავლეები


რომელ დღეებში დაისვენებენ 2023-2024 სასწავლო წელს მოსწავლეები

2023-2024 სასწავლო წელი სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება. სასწავლო პროცესი 15 ივნისამდე გაგრძელდება. სასწავლო წლის დასრულებამდე კი მოსწავლეები ოფიციალურად უქმე დღეებში დაისვენებენ. აღნიშნული უქმე თარიღებია: 14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა 23 ნოემბერი - გიორგობა 7 იანვარი - შობა 19 იანვარი - ნათლისღება 3 მარტი - დედის დღე 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე. 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე. 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. რაც შეეხება ზამთრის ადადეგებს, 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით. ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. წელს აღდგომა 5 მაისსაა. შესაბამისად, მოსწავლეები 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია