- მარტი 28, 2025
რომელია თქვენი საყვარელი კერძი
- დეკემბერი 10, 2021
- , პოლიტიკა
ვერძებს შორის ვეგეტარიანელები - იშვიათი მოვლენაა. ისინი კალორიულ კვებას საჭიროებენ. სიამოვნებით აგემოვნებენ ახალ კერძებს და ახალ რეცეპტებს, მაგრამ უპირატესობას გერმანულ სამზარეულოს ანიჭებენ. ვერძებს ძალიან უყვართ წვნიანი, გემრიელი, სქელი ძეხვეული და ლორი. და რაღა თქმა უნდა, ლუდი - განუსაზღვრელი რაოდენობით. კუროების დევიზია: „აჯობებს ჭამო ბევრი, მაგრამ ხშირად“. მათ ადვილად გააკვირვებთ, მაგრამ ძნელად დაარწმუნებთ ზედმეტი ცხიმის უარყოფით თვისებებში. ამ ნიშნის წარმომადგენლებში ხშირად შეგხვდებათ ტკბილეულის მოყვარულები. მხოლოდ ერთეულები თუ ჩაუვლიან საკონდიტრო ნაწარმს გულგრილად და ხელი არ წასცდებათ ტკბილისკენ. შეიძლება ითქვას, რომ კუროს გულისკენ მიმავალი გზა - მის კუჭზე გადის. უპირატესობას ანიჭებენ: ღორის ხორცს, ნოყიერ სალათებს, ბეკონს, პელმენს. „ფასტ ფუდი“ სავარაუდოდ ტყუპების მოგონილია, რადგან მათ ძალიან უყვართ სწრაფი მომზადების კერძები. ისინი არასოდეს მოამზადებენ კერძს, რომლის კეთებას დიდი დრო და რესურსი სჭირდება. ყველაზე მეტად უყვართ: ბურგერები, სტეიკი, ქათმის ფრთები, სიმინდი, სოსისი, პიცა. კირჩხიბები ნამდვილი გურმანები არიან. უყვართ უცნაური და საინტერესო შეთავსებები. მათი სისუსტე კონსერვირებული პროდუქტია: მჟავე კიტრი, სოკოს, პომიდვრის და ა.შ. მარინადი, მურაბები და სხვა... ასევე, ძალიან უყვართ რძის პროდუქტები: არაჟანი, ხაჭო. ლომებს იტალიური სამზარეულო უყვართ: ლაზანია, სპაგეტი, რიზოტო, ზეითუნის ხილი. ასევე, სხვადასხვა სანელებლები. მაგიდაზე აუცილებლად უნდა იყოს პურის ასორტი. ქალწულები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პროდუქტის სასარგებლო თვისებებს. ისინი პატივს სცემენ ჯანსაღ საკვებს. სვამენ იოგურტს, უალკოჰოლო ლუდს და ღვინოს, უკოფეინო ყავას. უყვართ ჩირი, ჭვავის პური, თაფლი, ბოსტნეული. და ყველაზე მეტად, აღმერთებენ გამომცხვარს: ღვეზელს, კექსს. ურჩევნიათ მზა ცომი იყიდონ და სახლში, თავად გამოაცხონ. სასწორი კვების დროსაც სილამაზეზე ფიქრობს. კერძები, რომელსაც ის მიირთმევს, ლამაზად უნდა იყოს გაფორმებული. უყვართ მრავალფეროვნება. უპირატესობას ფრანგულ სამზარეულოს ანიჭებენ. უყვართ ყველი, ზღვის პროდუქტები, ისპანახი, ხორცის დელიკატესები, მწყერის კვერცხი. სასწორები წონას მუდამ აკონტროლებენ და დაბალკალორიულ საკვებს მიირთმევენ. უყვარს საჭმელი, რომელიც აფროდიზიაკს შეიცავს: კაკალი, მწვანილი და ა.შ. ძალიან მგრძნობიარეა სუნის მიმართ. უყვართ ძველებური რეცეპტებით მომზადებული კერძები. უპირატესობას აღმოსავლურ სამზარეულოს ანიჭებენ. ყველაზე მეტად უყვარს: ზღვის პროდუქტები, შემწვარი ხორცი, შავი პური. ყველაფერი უნდა იყოს მარილიანი და ცხარე. მშვილდოსანი მშვილდოსნები უპირატესობას ანიჭებენ ორიგინალურ კერძებს. მოწონთ მექსიკური სამზარეულო და უყვართ არატრადიციული კერძების დაგემოვნება. თხის რქები პრაქტიკულები არიან. მათ უყვართ და ეხერხებათ საჭმლის მომზადება. მოწონთ ჩინური სამზარეულო. ასევე, მარინადები და მჟავეული. მათ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს მწარე საკვები, შავი ქლიავი, შავი პური, ლობიო, სოკო. შეუძლიათ მოამზადონ საინტერესო და უჩვეულო კერძები. არ დაეზარებათ რეცეპტში ნახსენები, ყველა სანელებელის ყიდვა. მათი საყვარელი გარნირი - ხილია, მაგრამ ძირითად კერძებში აუცილებლად უნდა შედიოდეს ხორცი. ყველაზე მეტად უყვართ თევზეული და ზღვის პროდუქტები. თევზის კატლეტებსაც სიამოვნებით მიირთმევენ. ასევე, უყვართ კრემ-სუპი, მწვანე ჩაი, ხრაშუნა ნამცხვრები. [sexy_author_bio]