ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რუსებმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ტვირთგადამზიდი თვითმფრინავი გაანადგურეს


რუსებმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ტვირთგადამზიდი თვითმფრინავი გაანადგურეს

27 თებერვალს, ჟურნალისტმა ილია პონომორენკომ, ტვიტერზე გაავრცელა ინფორმაცია რომ, რუსული თავდასხმის დროს განადგურდა მსოფლიოში ყველაზე დიდი ტვირთგადავმზიდი თვითმფრინავი Antonov-225 "Mryia". რუსულმა სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს უკრაინულ აეროდრომზე, სადაც ეს ლეგენდარული თვითმფრინავი ანგარში იდგა და ზუსტი სარაკეტო დარტყმით ააფეთქეს. Antonov-225 "Mryia"-მ 1988 წელს შეასრულა მისი პირველი გაფრენა და საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ ემსახურებოდა უკრაინის ავიახაზებს ტვირთის გადაზიდვაში. უკრაინულმა სამხედრო ქარხანამ "უკრობორონპრომ" განაცხადა, რომ მათი გათვლებით, Antonov-225 "Mryia"-ს, თავიდან გაკეთებას, მინიმუმ, 5 წელზე მეტი და 3 მილიარდი დოლარი დასჭირდება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია