ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რუსეთი იაპონიასთან სადავო კუნძულებთან სამხედრო წრთვნები ჩაატარა


რუსეთი იაპონიასთან სადავო კუნძულებთან სამხედრო წრთვნები ჩაატარა

რუსეთმა, იმ კუნძულებთან, რომლებთანაც იაპონიას პრეტენზიები გააჩნია, სამხედრო წვრთნები ჩაატარა, _ იუწყება www.reuters.com. წვრთნები მას შემდეგ რამდენიმე დღეში ჩატარდა, რაც რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები შეწყვიტა. ამ მოლაპარაკებების შეწყვეტის მიზეზი იაპონიის მიერ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შემოღება იყო. "კურილის კუნძულებთან რუსების მიერ ჩატარებულ წვრთნებში მონაწილეობდა 3 000 ჯარისკაცი და ასობით სამხედრო ტექნიკა" _ ეს ინფორმაცია "Интерфакс"-მა გაავრცელა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია