ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რუსეთის ქალაქ დონის როსტოვზე დრონებით შეტევა იყო


რუსეთის ქალაქ დონის როსტოვზე დრონებით შეტევა იყო

რუსეთის ქალაქ დონის როსტოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა გახორციელდა. როსტოვის ოლქის გუბერნატორ ვასილი გოლუბევის თანახმად, შეტევა დღეს, 7 სექტემბერს დაახლოებით 03:00 საათისთვის მოხდა. გოლუბოვის ინფორმაციით, დონის როსტოვში ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელმაც ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო - ერთი ქალაქის დასავლეთ ნაწილში, მეორე კი, ცენტრში, პუშკინის ქუჩის რაიონში. მომხდარის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი, დაზიანებულია 3 შენობის ფასადები და ჩამსხვრეულია ფანჯრები.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია