ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რუსეთში მი-8 ტიპის ვერტმფრენი  ჩამოვარდა – არის მსხვერპლი


რუსეთში მი-8 ტიპის ვერტმფრენი  ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

რუსეთში, ბურიატიის ქალაქ ულან-უდეში რუსული მი-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ TASS წერს. ასევე ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ცეცხლმოკიდებული ვერტმფრენის კადრები. როგორც გამოცემა წერს, საგანგებო სამსახურმა განაცხადა, რომ ვეტრფენის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა "სამი ადამიანი დაიღუპა, ეს არის ეკიპაჟი. ბორტზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ", - განაცხადა საგანგებო სამსახურმა. როგორც TASS წერს, მი-8 ტიპის ვერტმფრენი ბაიკალის აეროპორტში დაშვებისას ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. „ცეცხლმა ვერტმფრენი მთლიანად გაანადგურა, ახლა ცეცხლის ლიკვიდირება მიმდინარეობს“, – აცხადებენ სასწრაფო დახმარების სამსახურში. ავარიის გარემოებების და მიზეზების დასადგენად გამოძიება დაწყებულია. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია