ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რუსი აგრესორები ქალაქ ხარკოვის დასახლებულ პუნქტს გრადებით ბომბავს


რუსი აგრესორები ქალაქ ხარკოვის დასახლებულ პუნქტს გრადებით ბომბავს

რუსი ოკუპანტებმა ხარკოვს "გრადებით" ბომბავს, _ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ანტონ გერაშჩენკო ავრცელებს. როგორც უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, ქალაქ ხარკოვის მიმართულებით სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით კი - დაიჭრა. "ხარკოვი ახლახან მასიურად იბომბება გრადებით, ათობით დაღუპული და ასობით დაჭრილი. ეს საშინელება მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს. შეუძლებელია დაიჯერო, თუ არ დაინახე, გული ყელში ვის ეჩხირება. ჩვენი საყვარელი ხარკოვი... ღმერთო ჩემო...“ _ თქვა გერაშჩენკომ. ანტონ გერაშჩენკოს ცნობით, რუსი აგრესორები ქალაქს БМ-21 Град-ებით ბომბავდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში, 28 თებერვალს ბელორუსში, რუსეთის დ და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპრაკებები მიმდინარეობს. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია