- მარტი 28, 2025
სამტრედიაში ოპოზიცია რამდენიმე უბანზე ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვს
- ოქტომბერი 06, 2021
- , პოლიტიკა
ხმაური იყო დღეს სამტრედიაში. 54-ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა. შეკრება დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ადგილზე ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მხარდამჭერები გამოჩნდნენ. ისმოდა სიტყვიერი შეურაცხყოფები, როგორც ოპოზიციის, ასევე, იქ მობილიზებული მედიის მისამართით. ოპოზიციის თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. ისინი საოლქოსგან, რამდენიმე უბანზე, ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვენ. [sexy_author_bio]