- მარტი 28, 2025
სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” არ არის ევროპული ოცნება – როთი
- მაისი 12, 2023
- , პოლიტიკა
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი "ქართული ოცნების" მიერ ევროპელი სოციალისტების გაერთიანების (PES) დატოვების შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას აღმაშფოთებელს უწოდებს. "აღმაშფოთებელია! არ არსებობს PES-ის "იდეოლოგიური ტრანსფორმაცია". სოციალური დემოკრატია ყოველთვის და ყველგან თავისუფლების, ადამიანის უფლებების, სამართლის ერთგულია! სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" არ არის ევროპული ოცნება" - წერს როთი სოციალურ ქსელ ტვიტერში. Outrageous! There’s no “ideological transformation”of @PES_PSE. Social democracy is always and everywhere committed to freedom, human rights, justice! Unfortunately the @GeorgianDream41 isn’t a European dream. https://t.co/PQfLwO8ao3 — Michael Roth - das Original ???????????????? (@MiRo_SPD) May 11, 2023