ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პროცესი გაიმართება


საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესი 10:30 საათზეა ჩანიშნული. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ჭიჭინაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობას დააყენებს. პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან, მსახიობის მხარდამჭერი აქციის გამართვაა დაგეგმილი. ინფორმაციისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია