- მარტი 28, 2025
საქართველოს მოსახლეობის 55% ეთანხმება ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას _ კვლევა
- ივლისი 08, 2025
- , პოლიტიკა
ISSA-ს მიერ ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 55% ეთანხმება ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას; ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია დედაქალაქში - თბილისში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ემხრობა 63%; რეგიონებში ამ მოთხოვნას მხარს უჭერს ყოველი მეორე; სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) რაოდენობრივი კვლევა 17-29 ივნისის შუალედში ჩაატარა. პირისპირი ინტერვიუს წესით გამოიკითხა 2000 მოქალაქე. ცდომილება ±2.2% -ია.