- მარტი 28, 2025
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება
- მარტი 13, 2022
- , პოლიტიკა
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 14 მარტს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენენ. როგორც ცნობილია, სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან დეპუტატებსა და ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს, რის შემდეგაც ტრიბუნას ფრაქციების თავმჯდომარეები დაიკავებენ. გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს. ამის შემდეგ პლენარული სხდომა დაიხურება.