ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

საქართველოს რამდენ მოქალაქეს გაეწია დახმარება უკრაინაში


საქართველოს რამდენ მოქალაქეს გაეწია დახმარება უკრაინაში

სახელმწიფო განაგრძობს უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას მათი ევაკუაციის, სამშობლოში გამომგზავრების და მათთვის პირველადი საჭიროებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. "ამ დროისთვის დახმარება გაეწია საქართველოს 3000-მდე მოქალაქეს, როგორც პირველადი მოხმარების ნივთებით, ასევე სამედიცინო დახმარებით, ტრანსპორტირებით და დროებითი საცხოვრებლით. მათ შორის გასული კვირის განმავლობაში სამშობლოში ორგანიზებულად გამოემგზავრა საქართველოს 100 მოქალაქე. სისტემატურად ხორციელდება სპეციალური რეისები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებისთვის, ისევე როგორც ხდება მათი ორგანიზებული გადაყვანა ოდესიდან უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოებში",_ აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია